შუალედი - დან - მდე
 
 


ო, ჩემო ჩანგო!


[ციკლიდან „ეპოქა“]

არ შეიძლება ეხლა, გაიგე,
არც დაბრუნება, არც კვდომა შავი,
უნდა იპოვო ის კლონდაიკი,
იმ ნაპირს უნდა მიადგეს ნავი.

როცა სიხარული მოდის ალიონთა,
რასაც წარსულიდან გული შეეჩვია,
ბედო, თუმცა კიდევ გამიძალიანდი,
ჩვენი გამარჯვება მაინც უეჭვოა.

ო, ჩემო ჩანგო! ერთ დროს იყავი
მშვიდობიანი წესრიგის მტერი,
არ შეიყვარო ის მყუდრო ნავი,
იმ ყვავილებზე როგორა მღერი?

[1928]