შუალედი - დან - მდე
 
 


ხერხი, შალაშინი


[ციკლიდან „ეპოქა“]

ჩვენ არავის ვეკრძალებით,
ჩვენ ვერავინ დაგვაშინებს,
მედგრად გააქვთ ხმაურობა
ხერხებსა და შალაშინებს.
ყველაფერი არის შრომა,
სოფლის ბრუნვა გაგვიგია,
ბევრი ციხე დაგვილეწავს,
შრომის კოშკი აგვიგია.

[1928]