შუალედი - დან - მდე
 
 


ჰქროდენ სიონი


ძველი სიონი
დინჯი, ზვიადი,
მზერა დიადი.
ჰქრიან სიონი.
ზეცა იისა
გადაარიდე
იმედს ჯვარედი
ბიზანტიისა,
ის ანგელოსი
აწ არ არს მშვიდი,
ოდესმე დიდი
საქართველოსი.

[1927 წლამდე]