შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მდუმარე სმენით...


მდუმარე სმენით
სდგანან ალმები,
ვერ ვიტყვი ენით,
ვის ვესალმები.
ელვარე ბურში
ზარებს აიტან.
დრო მოდის შურში...
ხმა არსაიდან.

[1927 წლამდე]