შუალედი - დან - მდე
 
 


შადრევნების ვედრება


ცამდე ალბათ ბევრჯერ ადის
შადრევნების ვედრება,
დამტვრეული სიფერადის
სულით შემოთეთრება.
ობოლ დობას, ვარდთა კონებს,
დროთა ფუჭად სიოხრეს,
იგი ისე ვერ იგონებს,
რომ არ ამოიოხროს.

[1927 წლამდე]