შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩურჩული - ულურჯეს ფარჩის...


ჩურჩული - ულურჯეს ფარჩის,
შრიალი - აბრეშუმთ შარის,
და ვარდი ვარდებთან დარჩი,
იქ, სადაც სარკეა ქარის.

ახლოა სიმძიმე წვიმის,
ეზოში აპობენ შეშას,
პოეტი - რითმას და სიმებს,
გრიგალი იტაცებს ნეშოს.

[1927 წლამდე]