შუალედი - დან - მდე
 
 


შემოდგომის დღე


მკვდარ ყვავილების ფენას,
ვხედავ ფერებით ნათელს,
ნისლი უმატებს წყენას
ზოდიაკალურ ნათელს.
მთები ბურუსმა შთანთქა,
გულს რა ზმანებას ვახლი?
სადღაც გრიგალი ადგა
და შეშლილების სახლი.
ის იდუმალად მუქი
დაფენილია რიგი,
როგორ ჰქრებოდა შუქი,
როგორ კვდებოდა იგი.
მკვდარ ყვავილების ფენას
გრძნობს მომაკვდავი ბაღი,
გული იბურავს წყენას,
როგორც კატორღის დაღი.

[1927 წლამდე]