შუალედი - დან - მდე
 
 


უკანასკნელი თანამგზავრი


გადაქცეული მწარე გრძნობებად
უკანასკნელი თანამგზავრი მემშვიდობება.
დავრჩები მარტო, სრულიად მარტო.
ო, შემოდგომის გვიანო ვარდო,
მემშვიდობება,
მემშვიდობება -
საღამო იგი, აღტაცების და დამშვიდების,
უკანასკნელი თანამგზავრი ჩემი დიდების.

[1924]