შუალედი - დან - მდე
 
 


შავი სვეტები


მოაქვს დეპეშებს შავი სვეტებით
შემოხაზული მისი სახელი,
ორკესტრი ტირის თავგამეტებით
მისი რიტმებით თვალ-ანახელი,
ასკეტი, ბრძენი, პოეტი, მუშა
განათებული, სიცივის ბრწყინვით
როგორც იელვებს ხანდახან შუშა
აფეთქებული ცეცხლით და ყინვით
ჩასვენებული სპეტაკ მინაში,
არასდროს სახე მისი არ კვნესის,
მისი სამარე დროთა წინაშე,
განახლებული კუბო რამზესის.

[1924 წლის 9 ოქტომბრის შემდეგ]