შუალედი - დან - მდე
 
 


* * * საკითხი იბადება...


საკითხი იბადება, ჩვენაც შევისწავლეთ ის.
რაა ხელის დადება, შუქი აღმოსავლეთის?
შუქი დასავლეთიდან: პიროვნების იდეა,
ისეთია, ვერ იტყვი: ნახე, რა სიდიდეა.
იგრძენ ეს მსხვერპლი არის, ეს კიდევ ობობაა,
ორი დაჯახებული მიმდინარეობაა.
არის სანატორია, არის კიდევ ნაძვები,
არის მტკიცე და არის - პოეზია მბაძველი.
პოლიტიკურ ლირიკას ვერ ედრება ქალური,
ვერც ახალი ჯგუფები და ვერც ნეიტრალური
ბაირონი და მისი ყოველგვარი ჯგუფები...

[1924]