შუალედი - დან - მდე
 
 


დამშვიდობება


ეტლს თან მიჰყვება მყუდრო სოფელი
და შემოდგომა შეუდარველი:
ქალწულთა ბედი და ღვთისმშობელი
იყოს მარადის შენი მფარველი!
ნურავინ ქვეყნად ნუ დარდობს შენზე,
ბედნიერებას შენ აღარ ელი.
უფალი იყოს ცოდვილის შემწე,
მადონა იყოს მისი მფარველი. [1919 წლის ივნისამდე]