შუალედი - დან - მდე
 
 


უცებ შემკრთალი ღამე


ცა ვარსკვლავების ქვიშით,
ველებს ეცემა ნამი...
გაყინულია შიშით
უცებ შემკრთალი ღამე.

უცებ შემკრთალი ღამე
უახლოვდება ქუჩას,
განწირულების წამი!
ფერი რკინის და თუჯის.

1915