შუალედი - დან - მდე
 
 


შორი ალერსი


გადამავიწყდა ჩემგან თქმული სიმღერა ძველად
და ახალ ჰანგებს ვეძიებდი ფიქრთ გასართველად.

მაგრამ სიმღერა იგი ძველი თან აქვნდა სოფელს,
ის არ კარგავდა ჩემს მწარე ცრემლს, ცრემლს შეუშრობელს.

არის სხვა ცრემლი, ყოველ ცრემლზე უსიამესი,
როცა ვერ გწვდება საუკუნეთ შორი ალერსი...

როს სული სცოცხლობს, სხეული კი სამარეში სდუმს,
ჟამი გეძახის ხელოვნების სევდიან ქურუმს.

ის წრფელი ცრემლი კვლავ აადგენს ხელოვნებას ძველს,
კვლავ გააცოცხლებს მიწით გმობილ წინასწარმეტყველს.

[1914 წლის ივნისამდე]