შუალედი - დან - მდე
 
 


* * * არ მენატრება...


არ მენატრება სიყვარულის მკვეთრი ისარი -
გთხოვთ, მომაშოროთ სამუდამოდ თქვენი ამური -
ჩემი თვალები ტავერნაა ნამაისარი -
სადაც მოკლული დაკიდულა სიასამური.

არც მეგობრობა მენატრება კარგა ხანია,
დასანდობელად აღარ ვხურავ ოცნების მანდილს,
ვეფხის ტყაოსნით რომ ღიმილი წაუტანია -
მაღალ სპასპეტებს, გმირს ტარიელს, დენდის ავთანდილს.

[1910-იანი წლები]