შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მაგრამ როდესაც მწუხარებას...


მაგრამ როდესაც მწუხარებას რასმეს გაიგებს
ჩვენსას, თვით შესწყვეტს ვალალსა და მგლოვიარებას,
                            თავს მაღლა აიღებს,
საზღვარი არ აქვს (...) მის გახარებას,
მის ხმაურობას, მის კისკისს და ახარხარებას.
ხელთ იღებს ატომს და ქადაგებს მის სახარებას
                 ყოველი ერის
საყოველთაო და სახალხო მშვიდობის მტერი.