შუალედი - დან - მდე
 
 


შია


ჩვენში ერთი პოეტია,
მასთანავე დრამატურგი,
დიდი მიეთ-მოეთია,
ყველგან მთხლე და ყველგან ურგი.
მოიარა, ზედმეტია,
ციურიხი და გამბურგი.
გაექანა - როგორც გმირი
და დაბრუნდა როგორც ვირი.

სახალხოის ერთი ფურცლის
მან მონახა რედაქცია.
მიუტანა თავის ცურცლი,
ყველას ზურგი შეაქცია.
რედაკტორმა თვალზე კურცხლით
სთქვა: გათავდა რეაქცია.
რა კი დაგვიბრუნდა გმირი,
საქმე ჩვენი არის ჯგირი!