შუალედი - დან - მდე
 
 


ძველი


როდესაც პოეტი ყალბი პოეტია,
ამაოდ ჰფიქრობენ, რომ ის გოეთეა...
ვეიმარს გაგზავნონ ავიო-კალათით,
ვირზედ ჩამობრუნდეს ხახვით და სალათით.

როდესაც პოეტი მავნე პოეტია,
ენაჭარტალაა, მიეთ-მოეთია -
წინ ჩოთქი უდევს და ნაბოძი ხალათი -
პოეტი კი არა - ეს არის ჯალათი!