შუალედი - დან - მდე
 
 


ზაფხულის მოტივებიდან


ურიცხვ თეთრი ნაბდებით ცხვარი აღმართს ეთვალა,
რაზედ მოგიწყენია, ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა.
ქვევით თერგი ხმაურობს, როგორც კაცი ყაჩაღი.
ზევით ტყეა და ტყეში მძიმედ რეკავს ნაჯახი.