შუალედი - დან - მდე
 
 


საღამო


„დრო გლეჯს გალიას,
ეხლაც და უწინც,
მედღეხვალიას -
უთოვს და უწვიმს...

ასე, ვიდრე ჰხვალ,
ან რასა ჰგავს ეს?
რატომ მაინც ხვალ,
რატომ არა დღეს?“ -

ეუბნებოდა
მოხუცი ასე
ჭაბუკს ქვემოდან
აღმავალ გზაზე.

ჭაბუკი კი ერთს
ფიქრობს პირქუში:
„რატომ მაინც დღეს
და არა გუშინ?“