შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ქართლის ცხოვრება მძიმეა...


ქართლის ცხოვრება მძიმეა, ეკლიანია სავალი.
წელთა დენაში, ჟამით-ჟამს იღლება, ძალა ელევა.
ცოტაა ია და ვარდი, დაბრკოლება კი მრავალი,
ღვინოც კი სისხლიანია, მოშორდი, არ დაგელევა.
ვინაც თავისად ჩასთვალა ხალხის თავგადასავალი,
წელთა დენაში, ჟამით-ჟამ, იღლება, ძალა ელევა.