შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ტბა შრიალებდა...


ტბა შრიალებდა, როგორც შოპენის
მთვარიან ნისლში შესული ვალსი.
ვიყავ მნახველი იმ გამოფენის -
რომელსაც ერქვა: რკალები წყალზე.

განვლილ ზაფხულის მოსაგონარად -
დარჩენილიყო ძველი დივანი.
ფანტასტიური, როგორც ზონარი -
გადაჰყურებდა წყალს აივანი.