შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ხშირად დავდივარ სარკმელთა ახლო...


ხშირად დავდივარ სარკმელთა ახლო,
ჩაკეტილთ, სავსეთ საიდუმლოთი,
ვისთან მივიდე, ან ვის ვეახლო,
გაუმხელელი ჩემის წვალებით?..

უდაბნო ძველი, უდაბნო ვრცელი,
უდაბნო - რომლის არაა მსგავსი -
ასეთი არის მწარე და ძნელი
ცხოვრების ჩემის უკვდავი ხავსი.