შუალედი - დან - მდე
 
 


იელვებს, კიდევ იელვებს


გაიელვებს, ერთი წუთით
ყველაფერის განათლება:
მღელვარე ზღვა. კიდით-კიდეს
მიფრიალებს ანათემა.

კვლავ იელვებს: აღარა სჩანს -
აღელვებულ ზღვაზე ნავი.
ალბად ღელვით სამუდამოდ
ჩაიძირა საცოდავი.

კვლავ იელვებს: და ისევე
წყვდიადია კიდით-კიდე.
არასდროს არ დამკვიდრდება -
აქ სინათლე და სიმშვიდე.