შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ვერ გაიგონებს ძახილს ვერავინ...


ვერ გაიგონებს ძახილს ვერავინ,
და სიამაყით არც მინდა შველა.
ოცნებას ყველა გამივერანებს,
მაგრამ პასუხსაც მიიღებს ყველა.

დამინახავენ დაფლეთილს მტრები,
რომ სიხარულით დამიკრან ტაში.
ნაადრევია! მე ფიქრით ვთვრები:
არ წავიქცევი მე ამ ბრძოლაში.