შუალედი - დან - მდე
 
 


* * * არ გადაიქცა...


არ გადაიქცა, არა, სიამედ
საუკუნეთა ძველთა სიცხენი,
საუკუნეთა ცხრამეტთა ღამეთ
შემოგვთავაზეს ზარმაცი ცხენი.

ჩვენს ბედს კი მხოლოდ ეხლა სჭირდება
მერნების ქროლა, მხნე, უუზანგო.
არის ქარის ფშვნა და აზვირთება..
შენ რაღას უცდი, პოეტის ჩანგო?