შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სანამ წვიმა გადივლიდეს...


სანამ წვიმა გადივლიდეს -
გზები გამშრალდებოდეს -
ნუ მოაცლი ცბიერ რიდეს,
რომ ბურუსში ჩნდებოდეს.

თითქო სული სადმე ვლიდეს
და გულს ცეცხლი დებოდეს,
სანამ წვიმა გადივლიდეს,
გზები გამშრალდებოდეს.