შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მე მეზიზღება მყუდრო ნაპირი...


მე მეზიზღება მყუდრო ნაპირი -
             სხვა არაფერი;
ქარი მწყურია მე პირდაპირი -
            სხვა არაფერი.
რომ ღამე იყოს შავი, მწყურია,
ერთი უბრალო ნავი მწყურია;
ო, ნავი, ნავი, ნავი მწყურია -
            ერთიც ნიჩაბი,
            სხვა არაფერი!