შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ქვეყანა გაცვდა...


ქვეყანა გაცვდა ვით ძველი გროში,
უდაბურებად იქცა სოფელი.
ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

შეიძლებოდა - მქონოდა სული,
კეთილი, ნაზი, როგორც დობილი,
მაგრამ ცხოვრება არაა სრული,
მცირე ბედითაც ვარ კმაყოფილი.

ვით შეიძლება იქნე ლამაზი,
როცა სიტლანქე მოდის მგმობელი?
დროა დავტოვო ფიქრი ამაზე,
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

საშინელება, სიბნელე, გესლი,
დემონიური ცეცხლის პროფილი.
ბოროტო, სუნთქვა ნუ გამიძნელე:
მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი.