შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩვენი ხომალდი...


ჩვენი ხომალდი ეხლა აღარ დგას,
            ზენა ქარია.
ჩვენ ცოტანი ვართ, მიცემული ზღვას,
           ზღვა მღელვარეა.

უცებ მტრის ხომალდს მოვკარით თვალი,
           შევსძახეთ: ყველა!
იალქანები მაღლა აუშვით,
           იჩქარეთ... ბნელა...

და დავედევნეთ: მივუახლოვდით -
           შენი მტერია!
მეტია რიცხვით, მეტია ოვდით
           არტილერია;

ჩვენ კი... ჩვენ რა ვართ? წინა ბრძოლებით
რაღაც ასამდე...
პორტარტურიდან გამოყოლებით
ამ შუა ზღვამდე.