შუალედი - დან - მდე
 
 


ელეკტრონული თოვლი


მზის ჩასვლის წამი აგვისტოს ჰგავდა,
ჩასვლის მომენტი კი ენკენისთვეს,
ჩამობნელება იანვარს რგავდა -
თითქო დაზამთრდა წარმოდგენისთვის.

სწრაფლ ელეკტრონის მოვიდა თოვლი.
არე აივსო მისი სისოვლით.