შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შენ ჩიქოვანზე ამბობ დაცინვით...


შენ ჩიქოვანზე ამბობ დაცინვით:
„აი, პოეტი, ანუ მგოსანი(!)“
თავისთავის მეტს არ სცნობ არავის,
ხომ? კეთილი და პატიოსანი!

არ არის მასზე უფრო მახინჯი
რამ სიბედკრულე და სივალალე,
როცა სხვის მიერ გაკვალული გზით
მიხვალ და ამბობ: ეს მე გავკვალე!

არ არის მასზე უფრო მახინჯი,
როს იტაცებენ რითმას ან საგანს,
რით განირჩევა ის „ინ-დაირა“
თუნდ ჩიქოვანის აშ-ორისაგან.