შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მაგრამ დაწინაურდა შავგვრემანი ვაჟკაცი...


მაგრამ დაწინაურდა შავგვრემანი ვაჟკაცი,
წინ გადუდგა სათოფურს, აეფარა კლდე-გულით,
დადგა ჩარბებ-მოკვნეტით, შავ თვალების კაშკაშით,
თავდადებით მიიღო ჯერი გაშმაგებული.
ტყვიამ კი ვერ დაცხრილა, რკინა გაუჭედელი...
იგი არ გადახრილა: იდგა, როგორც კედელი...

მშობლიური ტკბილია მიწა, რბილად ნაგები.
დედის მკერდი რბილია - გაეღიმა ბავშვივით.