შუალედი - დან - მდე
 
 


ჯენტლმენი


Asseyez-vous
S’il vous plait.
(სალონური საუბრიდან)

ფარდებს ოდნავ არხევს ქარი,
ნოხს ეცემა მთვარის სვეტი,
შემოაღო ქალმა კარი -
და განათლდა კაბინეტი.
დადგა როგორც ნაზი კედრი,
მას ხელები ჰქონდა თეთრი,
და თითები მოგრძო ჰქონდა,
პოემის გმირს მოაგონდა...
სად ენახა მას ეს ქალი -
ლურჯ-თვალება, ნაზი სახის,
ღიმილი რომ გიგებს მახეს,
გაგიჟებას რომ გგვრის ხალი!
ქანდაკება თავდახრილი,
შრომა წყალში გადაყრილი,
კვლავ ბევრი რამ მოაგონდა,
მაგრამ ფიქრის დრო სად ჰქონდა!