შუალედი - დან - მდე
 
 


ფოსტალიონის სიმღერა


მე ვარ ფოსტალიონი,
როგორც კი ალიონი
მაღლით გადმოანათებს,
ვზიდავ მე ამანათებს!
დავატარებ წერილებს,
ვმღერი დედის მერილეს,
დავატარებ გაზეთებს,
დავატარებ ჟურნალებს.
წყურვილს კულტურისასა
ჩემებრ ვინ უმკურნალებს.
ზურგზე გუდა წიგნების -
პირში კი ყალიონი.
ყველგან მიმიხარია,
მე ვარ ფოსტალიონი.
მოხუცსა თუ ყმაწვილსა
ჩემი მისვლა ახარებს -
მოხუცი ჩაფიქრდება
და ყრმა გადიხარხარებს.