შუალედი - დან - მდე
 
 


წარწერა ერთ ქართულ რომანზე


როცა ტფილისში ტყე იყო ხშირი
და ავჭალაში კივოდა ტურა,
იმ ხანისათვის თუ ივარგებდა
თქვენი მხატვრული ლიტერატურა.

ცუდ ვარსკვლავზე ხართ, ალბად, შობილი.
სხვებს კი - პოეტის ვით ითხოვს წესი -
იმ ტფილისიდან ავტომობილით
იმ ავჭალისკენ იწვევს ზაჰესი.