შუალედი - დან - მდე
 
 


* * * რა იყო ძველად ჩვენი მუხურა?


რა იყო ძველად ჩვენი მუხურა?
ბედმა კარები რად მოუხურა!

სამოცდაათი წლის წინ, მუხურას,
აქ მამაჩემი აგზნებდა ქურას.

სწავლისას, ჰქონდა პატარა შკოლა,
და მოწაფენი თითო-ოროლა,

ცოცხალი არის, ეხლაც იქნება,
მაგრამ ძნელია მათი მიგნება.

სამოცდაათ წლის შემდეგ ის ქურა,
უფრო გაღვივდა, ეხლა მუხურა,

გვაშორებს იმ წლებს
არა წუთი და არა საათი,
არამედ წელი სამოცდაათი.

მე მინდა ვკითხო ეხლა მუხურას,
ცეცხლი ხომ ისევ აღვივებს ქურას,
სამოცდაათი წლის წინ რომ ენთო?