შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მაგრამ იქ ჟღარუნი გაისმის სხვა ჩანგის...


მაგრამ იქ ჟღარუნი გაისმის სხვა ჩანგის,
ხმები სიხარულის არ ისმის სრულიად -
ეხლა იქ დროშები ჩნდებიან ფალანგის,
ფრანკოს ესპანეთი სულშეხუთულია.

იქ ეხლა ტაძრებში გალობენ სხვა მესსას,
პატარა ბავშები შკოლაში მიდიან,
სად ჯვარცმის, მადონას, პატარა იესოს
და ფრანკოს პორტრეტი კედელზე ჰკიდია.

პიი მეთორმეტე და პიი მეოცე,
ფილიპე მეორე, ანუ მუსსოლინი.
არა, ესპანეთი ასეთ გარემოცვას
ვერ შეურიგდება, მძიმეა ლოდინი!