შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მზიან ქარად იქცა ცქერა...


მზიან ქარად იქცა ცქერა,
ქარის ბგერა იქცა ქნარად -
წყნარად, წყნარად, მწამს და მჯერა,
ბედისწერა გვიხსნის მარად.
ჰეი, ჰე, და ჭრელთვალა,
ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა,
ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა -
შენ გენაცვალე მუდამ.

მზიან ზარად - ვუცქერთ ნაპირს,
ყოფნა არ ღირს ისე არად -
სანამ ზარად ქარი დაბერს -
მყუდრო ნაპირს ვპოებთ მარად.
ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა,
ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა,
ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა,
შენ გენაცვალე მუდამ.

კუბოს კარად დაღლილ მკერდით,
ავდრის დარდი მოვა დარად.