შუალედი - დან - მდე
 
 


* * * კიდევ, კიდევ და კიდევ...


კიდევ, კიდევ და კიდევ
რამდენ სიმღერას იტევ,
უძოს ხეობის რიდევ,
ვარაზის ხევის ხიდევ.
იფნის ბაღიდან მომქროლს
და ედარები ოქროს,
აწ თვალი ვერვინ მოგკრას,
ვარაზის ხევის ხიდევ.
შენ აღარა ხარ, მაგრამ
რომ ჟღერდი აგრე სწორედ,
სცოცხლობ მიწისქვეშ ნანგრევ,
ვარაზის ხევის ხიდევ.
უნივერსიტეტს მაღალს,
სტუდენტებს ძველს თუ ახალს
უქმნი მშვენიერ სახელს,
ვარაზის ხევის ხიდევ.
კიდევ, კიდევ და კიდევ
რამდენ სიმღერას იტევ,
უძოს ხეობის რიდევ,
ვარაზის ხევის ხიდევ.