შუალედი - დან - მდე
 
 


ო, ქვეყნიურო სამოთხე!


ო, ქვეყნიურო სამოთხე!
რა კი ზღვა გრიალ-გრიალებს,
ნაპირად კი საამოთ ხე,
ყველა ხე ლექსებს შრიალებს.

ო, იშრიალე! სანამდის
არსებობს ზღვა და ხმელეთი;
სანამდის, ვამბობ, სანამდის
ცა დაგცქერს სიგულწრფელეთი!

და ყველა ერთად: ცა, ზღვა, მთა
ჩვენი ველისა და წყალის,
ლექსია რუსთაველის და
გალაკტიონის საწყალის.

გშვენოდეს პატიოსნება,
ეს დიდი, ეს საამო დღე,
ო, მშვენიერო ოცნება,
ო, ქვეყნიურო სამოთხე!