შუალედი - დან - მდე
 
 


ეპოქა გალაკტიონისა


საქართველოში დღეს ყოველ მგოსანს
შარავანდედს ჰფენს შენი გავლენა,
რომ უჩვენებდე მათ გზას სხივოსანს -
ჩვენმა ეპოქამ შენ მოგავლინა!

იყო ბრწყინვალე შოთას ეპოქა,
და იმის მსგავსად, ტიტანის ღონის,
არა ამაოდ ჩვენს ხანას ჰქვია -
ეპოქა დიდი, გალაკტიონის.

ხალხის გულისთქმა, მღელვარე ასე,
რადგან ყველაზე ადრე გაიგე,
უმაღლეს მთაზე, მშობლიურ მთაზე
შენ ხელთუქმნელი ძეგლი აიგე!