შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ტყე, მინდორი და თხემი...


ტყე, მინდორი და თხემი
უვალ ბილიკთა ჩეხით,
ასე დაიწყო ჩემი
მოგზაურობა ფეხით.

რა არ გადამხდა გზაში,
რომ მაგონდება, ვდნები,
აბა, სად იყო მაშინ
სხვა გზა, ან რკინისგზები?