შუალედი - დან - მდე
 
 


* * * წარსულში რაღაც ახალ ბაღებით...


წარსულში რაღაც ახალ ბაღებით
დღითა და ღამით ბერავდა ქარი -
ეხლა რად ვხედავ დაღალულ ხეებს...
შემოდგომაა აქ თუ ზამთარი?

მე ვეკითხები გულს თავ აღებით,
ადრე არაა განა ავდარი?
აფეთქებებით ანგრევს ხიდეებს
გრიგალი ცივი და ნაზავთარი.

დავფარე შავი ბაირაღებით
და გაქანებულ დღეებს დავტირი.
სად დამიბრუნებს ჩემს ორხიდეებს
გზა, მარადისით განალანდარი?

ანორმალობა! ამგვარ ჭაღებით
ათასში ერთხელ ელავს პარტერი...
საუკუნეში ერთხელ იდეებს
ისვრის გრძნობათა მილიარდერი.

იქნება სადმე თქვენ გენახებით...