შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იელვა...


იელვა. მგონი
ქუხილმაც დაჰკრა,
და ელექტრონიც
ქუჩებზე ჩაჰქრა

სულ ერთი წამით.
და მალე ისევ
ელექტრონების
ფეთქს სიხალისე.

- ღამე მშვიდობის,
სტიქიის წამმა
თუ დამანება
მშვიდობის ღამე!