შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ხდება რაღაც უცნაურად...


ხდება რაღაც უცნაურად: სტიქიური უბედობა
ისტორიულ ამბებს ძმურად დაემთხვევა, მიენდობა.

შეიძლება იმის გამო, რომ პირველი და მეორეც
არასოდეს არ ეშვება: დედამიწის მთა და გორებს.

პრესაში სწვიმს. აქაც წვიმა არ შორდება მხარეს მზიურს,
მე ვისვენებ და ჩაწერებს ვაწარმოებ ყოველდღიურს -

რომ ხვალ ბუხარს შევუკეთებ - დაუვიწყარ ლექსთა კონებს,
ვერ დააცხრობ მიწის ბრუნვას, არავინ არ გაგიგონებს!