შუალედი - დან - მდე
 
 


იმ ბილიკით


დასავლეთ-აღმოსავლეთით
და აღმოსავლეთ-დასავლით
რაოდენ ხიფათს განვლიდით
ხეობით, ძნელად გასავლით.

გადაკლაკნილი გზის ტოტით,
მასზე დაცემულ ჩრდილს-იქით,
რა ჟრუანტელზე ვვიდოდით
იმ საცალფეხო ბილიკით.

ერთი დევივით მთა არის,
შუა ხმლით გადაყოფილა.
იოტი შიშის, რა არის,
ჩვენს გულში იქ არ ყოფილა.

ერთი დევივით მთა არის,
შუა ხმლით გადაყოფილა.
იოტი შიშის, რა არის,
ჩვენს გულში იქ არ ყოფილა.

ერთი ღამისებრ ტყე არის,
ყრუ, წინ გაწვდილი ნიკაპით.
საფარი სიმგლოვიარის
გავსჭერით, გზა გავიკაფეთ.

მძლავრი ქარბუქი განახლდა,
სხვა უმძაფრესი გაგვიხდა.
ქარი ვერაფერს ვერ გახდა,
სამტროდ ამაოდ დაგვიხვდა.

ქვევით გრგვინავდა მდინარე,
თვალის მომჭრელი, საშიში,
ეშურებოდა მძვინვარე
ზვირთებში მოთამაშეში.