შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შენ სცოდავ...


შენ სცოდავ, თითქო სიცოცხლე
სიზმარია და მტვერია,
რომ ბრძოლა სისულელეა,
არ-ბრძოლა არაფერია.
რომ ნაყოფს იმ ბრძოლებისას
მიირთმევს, ვინაც მტერია.
ყოველი ნაცარქექია
თითქო გმირებში სწერია.
რომ მარადისი ამ ქვეყნად
არც მიწა, არც ჰაერია,
ყოველი წყარო - შხამია,
შხამი შხამს გადაერია.