შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ეს ცისკარი...


ეს ცისკარი, ის შუა-დღე,
ეს საღამო აგავს მაისს.
აქ გზადაგზა, იქ ტყედატყე
გურულები კრეფენ ჩაის.
უეცრად ცა მოიკუპრა,
გააწვინა ძირს ხეხილი.
კიდევ უფრო, უფრო, უფრო
ქუხდა მეხთა ქარტეხილი.