შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ერთხელ შავ ზღვაზე...


ერთხელ შავ ზღვაზე
გრიგალი ატყდა,
დასწვდა ნავს ნავზე
და ნავი გატყდა.
საბრალო ნავი,
მივარდა ზვავი
და ბედი ავი
მგზავრს თავს დაატყდა.
იმ მოგრიალე
ზღვაში შენ იყავ,
მაგრამ სულ მალე
ნაპირს გაგრიყა.