შუალედი - დან - მდე
 
 


ნეტავ ხელახლა


დამაწყებინა ცხოვრება ათას
რვაას ოთხმოცდა თორმეტი წლიდან,
იმ ადგილიდან, როცა და სადაც
დავიწყე, სწორედ იმ ადგილიდან.

რა დიდებული რამ იქნებოდა,
რა ფიქრები არ ირევა თავში -
ნეტავი ვიყო პატარა ბავში,
მხოლოდ დღევანდელ გამოცდილებით.

ნეტავ ხელახლა ჩამსვა იმ ნავში,
რა სიდიადეს მივსცემდი შრომას,
არ დავუშვებდი ამდენ შეცდომას,
დამაწყებინა ოღონდ ხელახლა!

მაგრამ პოეტი რა პოეტია,
თუ გაეჩხირა ღელვათა შორის,
და გზაზე ვეღარ გამოეტია.